თავში

მგლოვიარე გედმა სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა

​მგლოვიარე გედმა სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა
მგლოვიარე გედმა სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა

გერმანიაში გედმა, რომელიც მეგობრის სიკვდილს გლოვობდა, ლიანდაგებზე სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.

ინციდენტი 23 დეკემბერს მოხდა. ჩქაროსნულ სარკინიგზო ლიანდაგებზე კასელსა და გეტინგენს შორის ორი გედი მოხვდა. ერთ-ერთი ფრინველი, სავარაუდოდ, დენის დარტყმით მოკვდა. მეორეს წასვლა არ უნდოდა და მეგობრის სიკვდილის ადგილას რჩებოდა. ის ვერაფრით გაიტყუეს ლიანდაგებიდან.

მოგვიანებით მეხანძრეებმა გედის გაყვანა სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით შეძლეს. სამაშველო ოპერაციის გამო 23 მატარებელი 50 წუთით იყო გაჩერებული. გადარჩენილი გედი კი ადგილობრივ მდინარეში გაუშვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system