თავში

მიანმარის არმიამ თავდაცვის ჯგუფებთან საბრძოლო მოქმედებები დაიწყო

მიანმარის არმიამ თავდაცვის ჯგუფებთან საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
მიანმარის არმიამ თავდაცვის ჯგუფებთან საბრძოლო მოქმედებები დაიწყო

მიანმარში უსაფრთხოების ძალებმა, ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით, მანდალაიში თავდაცვის დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

აქამდე საბრძოლო მოქმედებები მცირე ქალაქებსა და სოფლებში მიმდინარეობდა.

მედიის ცნობით, არმიამ, რომელსაც სამი ჯავშანტექნიკა უჭერდა მხარს, მალტა შემოარტყა მანდალაის სკოლა-პანსიონს, სადაც მეამბოხეთა ბაზა იყო განთავსებული.

სამხედრო რეჟიმის წარმომადგენლებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system