თავში

მიანმარის ხელისუფლებამ Associated Press-ის ჟურნალისტი დააკავა

მიანმარის ხელისუფლებამ Associated Press-ის ჟურნალისტი დააკავა
მიანმარის ხელისუფლებამ Associated Press-ის ჟურნალისტი დააკავა

მიანმარის ხელისუფლებამ Associated Press-ის ჟურნალისტი თეინ ზაუ და მედიის სხვა ხუთი წარმომადგენელი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა, რის გამოც მათ სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა.

მედიის 6 წარმომადგენელი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციების გაშუქებისას დააკავეს. დაკავებულები არიან Myanmar Now-ს, Myanmar Photo Agency-ს, 7Day News-ის, Zee Kwet-ის და AP-ის ახალი ამბების ჟურნალისტები და თარჯიმანი.

იურისტმა ტინ ზარ ოომ, რომელიც თეინ ზაუს ინტერესებს იცავს, განაცხადა, რომ ექვსეულს ბრალი წაუყენეს კანონის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და ცრუ ბრალდებებს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ. 

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system