თავში

მიანმარის ხუნტა 65 დემონსტრანტის მკვლელობასთან არის დაკავშირებული - უფლებადამცველები

​მიანმარის ხუნტა 65 დემონსტრანტის მკვლელობასთან
მიანმარის ხუნტა 65 დემონსტრანტის მკვლელობასთან არის დაკავშირებული - უფლებადამცველები

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მიანმარში უსაფრთხოების ძალებმა მიმდინარე წლის მარტში, სულ მცირე, 65 დემონსტრანტი მოკლეს. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ჯარისკაცებმა და პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 65 ადამიანი გარდაიცვალა.

საუბარია ქალაქ იანგონში გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომელზეც დემონსტრანტები სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული ხუნტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამასთან, უფლებადამცველების თქმით, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად არც ერთი პოლიციელი და სამხედრო არ დაშავებულა.

"მიანმარში უსაფრთხოების ძალების ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელობას და მათ, ვინც ბრძანება გასცა", - აღნიშნავენ HRW-ში. 

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system