თავში

მიანმარის სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ - BBC

​მიანმარის სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ - BBC
მიანმარის სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ - BBC

მიანმარის სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს. სულ მცირე, 40 ადამიანი გარდაიცვალა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მკვლელობები ივლისში, კანის დასახლებაში მომხდარი ოთხი ცალკეული ინციდენტის დროს მოხდა. ეს რაიონი ოპოზიციურად არის განწყობილი.

სამხედროებსა და სახალხო თავდაცვის ძალების ადგილობრივ ცენტრებს შორის ბრძოლა ხოცვამდე რამდენიმე თვით ადრე გაძლიერდა.

თვითმხილველებმა და გადარჩენილებმა თქვეს, რომ ჯარისკაცებმა, რომელთაგან ზოგიერთი 17 წლის იყო, ალყა შემოარტყეს დასახლების მაცხოვრებლებს, შემდეგ მამაკაცები გაიყვანეს და მოკლეს. ბევრი მათგანი აწამეს კიდეც.

მამაკაცი, რომელმაც თავის დაღწევა მოახერხა, თქვა, რომ ჯარისკაცები სიკვდილამდე რამდენიმე საათის განმავლობაში მამაკაცებზე ძალადობდნენ - მათ კოჭავდნენ, ქვებითა და თოფის კონდახებით სცემდნენ და მთელი დღე აწამებდნენ.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system