თავში

მიანმარში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა
მიანმარში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარში, ქალაქ ბაგოს რაიონში მდებარე ფერმაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არის დემოკრატიის ეროვნული ლიგის წევრი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ აფეთქება მოხდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ტესტირების დროს. დაშავებული ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე მავთულები, ელემენტები და დაზიანებული ტელეფონები აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system