თავში

მიანმარში აქციებს ბუდისტი ბერები და ექთნები შეუერთდნენ

​მიანმარში აქციებს ბუდისტი ბერები და ექთნები შეუერთდნენ
მიანმარში აქციებს ბუდისტი ბერები და ექთნები შეუერთდნენ

მიანმარში საპროტესტო აქციები საყოველთაო დაუმორჩილებობაში გადაიზარდა. მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ არჩეული ლიდერის აუნ სან სუ ჩის შეიარაღებული გზით ჩამოგდებას და მისი ხელისუფლების სამხედრო ძალაუფლებით ჩანაცვლებას. საყოველთაო, მშვიდობიან პროტესტს საზოგადეობის სხვადასხვა სფეროს  წარმომადგენლები, მათ შორის ექიმები, ექთნები და ბუდისტი ბერები შეუერთდნენ.

მიანმარის სამხედრო გადატრიალება მკაცრად დაგმო მსოფლიო თანამეგობრობამ.

აქციებს ჯანდაცვის წარმომადგენლების ხელმძღვანელობენ და სახელმწიფო უწყების თანამშრომლებს აქციებში შემოერთებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეები დემოკრატიული პროცესების გადარჩენას, დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას, მათი ხმების პატივისცემასა და დიქტატურაზე უარის თქმას ითხოვენ.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს, თუმცა წყლის ჭავლით დემონსტრანტების დაშლა ჯერჯერობით მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქ ნეიპიდოში სცადეს.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა, როდესაც არჩევნების შედეგებით უკმამყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system