თავში

მიანმარში არეულობას 12 დემონსტრანტი ემსხვერპლა

მიანმარში არეულობას 12 დემონსტრანტი ემსხვერპლა
მიანმარში არეულობას 12 დემონსტრანტი ემსხვერპლა

მიანმარში საპროტესტო გამოსვლების დროს გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიში. კიდევ ხუთი ადამიანია დაღუპული ქალაქ იანგონში, მსხვერპლია მიანმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებებშიც.

აქტივისტები იმ სტუდენტის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რომლის მკვლელობამაც 1988 წელს სამხედრო მთავრობის წინააღმდეგ აჯანყება გამოიწვია.

დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

გაეროს შეფასებით, თებერვლის დასაწყისიდან საპროტესტო გამოსვლებისას მინამარში მინიმუმ 70 ადამიანი გარდაიცვალა.

იანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system