თავში

მიანმარში არეულობას 4 ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარში არეულობას 4 ადამიანი ემსხვერპლა
მიანმარში არეულობას 4 ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარის პოლიციამ ქალაქ დავეიში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელყუმბარები გამოიყენა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე პირი დაშავდა. 

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system