თავში

მიანმარში დემონსტრაციების დარბევის შედეგად 138 ადამიანი გარდაიცვალა

​მიანმარში დემონსტრაციების დარბევის შედეგად 138 ადამიანი გარდაიცვალა
მიანმარში დემონსტრაციების დარბევის შედეგად 138 ადამიანი გარდაიცვალა

მიანმარში მასობრივი ანტისამხედრო დემონსტრაციების დარბევის შედეგად, სულ მცირე, 138 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

მიანმარში მიმდინარე მოვლენებს გაერო გამოეხმაურა.

"გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ მიმდინარე ძალადობას და მიანმარის მოსახლეობის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას მკაცრად გმობს“, – გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა.

იანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system