თავში

მიანმარში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება - მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზეა

მიანმარში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება -
მიანმარში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება - მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზეა

მიანმარში, საკვების უკმარისობა სულ უფრო მეტად პრობლემატური საკითხი ხდება და სამხედრო გადატრიალების შედეგად შექმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე, მკვეთრად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შიმშილის ზღვარზე არიან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მსოფლიო კვების პროგრამის (WFP) კვლევის მიხედვით,  მომდევნო 3-6 თვის განმავლობაში, 3.4 მილიონამდე ადამიანი სურსათის შეძენას ვერ მოახერხებს სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო. ამასთან, საკვებ პროდუქტებზე ფასები სულ უფრო იზრდება. მაგალითად, WFP-ის განცხადებით, თებერვლის ბოლოდან ბრინჯისა და ზეთის ფასი 5 და18 პროცენტით გაიზარდა. 

სამხედრო რევოლუციასთან ერთად, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა იქონია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიანმარის მშპ 2021 წელს 10%-ით შემცირდება. უამრავი ადამიანის შემოსავლის ერთადერთი წყარო უცხოეთში მყოფი მათი ნათესავები არიან. 

აღსანიშნავია, რომ სამხედრო გადატრიალებამდე, მიანმარში 2,8 ადამიანი იყო შიმშილის ზღვარზე.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system