თავში

მიანმარში, ხელახლა აღსაზრდელად, 23 ათასი ტყვე შეიწყალეს - VIDEO

​მიანმარში, ხელახლა აღსაზრდელად, 23 ათასი ტყვე შეიწყალეს
მიანმარში, ხელახლა აღსაზრდელად, 23 ათასი ტყვე შეიწყალეს - VIDEO

მიანმარში სამხედროებმა ტყვეების მასობრივი გათავისუფლება დაიწყეს. ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალმა მინ აუნ ჰლაინამ განაცხადა. შეწყალება 23 314 ადამიანს შეეხება. მათ შორის 55 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ეს გადაწყვეტილება სამხედრო ხელისუფლებამ იმ მიზნით მიიღო, რომ "მშვიდობის, განვითარებისა და დისციპლინის გზით ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ყოფილი პატიმრები ღირსეულ მოქალაქეებად უნდა გარდაქმნას".

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ადმინისტრაციამ მიანმარის სამხედრო გადატრიალების კონკრეტული მონაწილეების წინააღმდეგ სანქციები დააწესა და აშშ-ში არსებულ მიანმარის 1 მილიარდ დოლარზე წვდომა დაბლოკა.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system