თავში

მიანმარში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო

​მიანმარში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
მიანმარში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო

მიანმარში, კარენის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ მათ ხელში ჩაიგდეს ჯარის ბანაკი, რომელიც მდინარე სალუინის დასავლეთ სანაპიროზე, ტაილანდის საზღვართან. მდებარეობს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

კარენის ნაციონალურმა კავშირმა (KNU) ასევე განაცხადა, რომ სამხედრო ხუნტამ რამდენიმე საპასუხო საჰაერო დარტყმა განახორციელა.

დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამასთან, ტაილანდურმა არმიამ განაცხადა, რომ 450 სოფელი საზღვრიდან უსაფრთხო ადგილას არის ევაკუირებული.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system