თავში

მიანმარში სამხედროებმა, სულ მცირე, 20 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

​მიანმარში სამხედროებმა, სულ მცირე, 20 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
მიანმარში სამხედროებმა, სულ მცირე, 20 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ჩრდილოეთ მიანმარის ერთ-ერთ სოფელში სამხედროებმა, სულ მცირე, 20 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 40 სახლი გადაწვეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ The Guardian ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

მასობრივი მკვლელობა დეკემბრის ბოლოს მოხდა, მაგრამ ცხედრები მხოლოდ ახლა იპოვეს. დაღუპულთა შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ოთხი მამაკაცი იყო. თვითმხილველების თქმით, ბევრს სხეულზე წამების კვალი აღენიშნება.

დეკემბრის დასაწყისში უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მიანმარში უსაფრთხოების ძალებმა მიმდინარე წლის მარტში, სულ მცირე, 65 დემონსტრანტი მოკლეს.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system