თავში

მიანმარში შეტაკებებს 17 დამიანი ემსხვერპლა

მიანმარში შეტაკებებს 17 დამიანი ემსხვერპლა
მიანმარში შეტაკებებს 17 დამიანი ემსხვერპლა

მიანმარში გამართულ აქციებზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.

4 ადამიანი გარდაიცვალა მიანმარის უდიდეს ქალაქს იანგონში, 2 - მანდალაიში, 3 ადამიანი - ქალაქ ბაგოში, 4 - დავეიში, 1 - მეიში, 2 - პაკოკკუში და 1  მოლამიანში.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system