თავში

მიჩიგანის ყოფილ გუბერნატორს ციხე ემუქრება

მიჩიგანის ყოფილ გუბერნატორს ციხე ემუქრება
მიჩიგანის ყოფილ გუბერნატორს ციხე ემუქრება

აშშ-ში მიჩიგანის ყოფილ გუბერნატორ რიკ სნაიდერს ბრალი წარუდგინეს.

ქალაქ ფლინტში,სასმელი წყლის ტოქსიკურობის შესახებ დაწყებულ გამოძიებაში გუბერნატორის ბრალი გამოიკვეთა.  ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. 

ექს-გუბერნატორს მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობას ედავებიან. მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან 1000 დოლარამდე ოდენობით ჯარიმა ემუქრება.

გამოძიება 2016 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ადგილობრივ ბავშვებს ორგანიზმში ტყვიის მომატებული რაოდენობა დაუფიქსირდათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ მდინარის წყლის დაბინძურებაზე პასუხისმგებელმა პირებმა საკუთარი ქმედებებით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე შეუქმნა. 

რიკ სნაიდერი გუბერნატორის თანამდებობას 2011-2019 წლებში იკავებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system