თავში

Microsoft ახალი თაობის Windowsს 24 ივნისს წარადგენს

​Microsoft ახალი თაობის Windows–ს 24 ივნისს წარადგენს
Microsoft ახალი თაობის Windowsს 24 ივნისს წარადგენს

Microsoft ახალი თაობის Windows–ს 24 ივნისს წარადგენს. გავრცელებული ცნობით, სპეციალურ ღონისძიებაზე სიტყვით კომპანიის გენერალური დირექტორი, სატია ნადელა და პროდუქტების მიმართულების დირექტორი, პანოს პანაი გამოვლენ. ინფორმაციას The Verge ავრცელებს.

მოსაწვევების გაგზავნამდე ერთი კვირით ადრე Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა, სატია ნადელამ "ახალი თაობის Windows" დააანონსა. მისი თქმით, ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია, ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება იქნება.

Bloomberg წერს, რომ Windows-ის ახალ ვერსიას ჯერ ტესტირების მონაწილეები მიიღებენ, ფართო საზოგადოებისთვის კი ის 2021 წლის შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი.

Microsoft-ის ოპერაციული სისტემის ბოლო ვერსია Windows 10 2015 წლის ივლისში გამოვიდა. 2018 წლის იანვარში Windows 10 კომპანიის ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა გახდა, რომელმაც Windows 7-ს გადაუსწრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system