თავში

Microsoft კოვიდვაქცინირებულებისთვის ციფრულ პასპორტებს შექმნის

​Microsoft კოვიდვაქცინირებულებისთვის ციფრულ პასპორტებს შექმნის
Microsoft კოვიდვაქცინირებულებისთვის ციფრულ პასპორტებს შექმნის

უმსხვილესი კომპანიები Microsoft, Salesforce და Oracle გაერთიანდნენ ინიციატივაში, სახელწოდებით "ვაქცინაციის შემოწმების ინიციატივა" (VCI). ალიანში ასევე ამერიკული არაკომერციული კლინიკა Mayo და სხვა კომპანიების მონაწილეობენ. მათი მიზანი ვაქცინაციის პასპორტების შექმნაა იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა.

ვაქცინირებულის სერტიფიკატი სასურველ ციფრულ საფულეში - მაგალითად, Apple Wallet ან Google Pay-ში ინახება. მათ, ვისაც სმარტფონი არ აქვს, QR კოდით დოკუმენტის დაბეჭდვა შეუძლიათ, რომელიც პროცედურის შესახებ ინფორმაციას იქნება დაშიფრული.

ინიციატივის ავტორებს აქვთ მოლოდინი, რომ მთავრობები, ავიაკომპანიები და სხვა სააგენტოები ადამიანებისგან ვაქცინაციის მტკიცებულებების მოთხოვნას მალე დაიწყებენ.

არაკომერციული ფონდ The Commons Project-ის ხელმძღვანელის, VCI- ს წევრის, პოლ მეიერის, თქმით, ელექტრონული პასპორტები მოქალაქეებს პანდემიის შემცირების შემდეგ ცხოვრებას გაუადვილებს. მისი აზრით, ეს ტექნოლოგია დაეხმარება მათ "უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ მოგზაურობას, სამუშაოს, სწავლას და ცხოვრებას, ამასთან მათი მონაცემები კონფიდენციალური დარჩება".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system