თავში

Microsoft-ს აშშ-ის უწყებებზე განხორციელებული კიბერთავდასხმა შეეხო

​Microsoft-ს აშშ-ის უწყებებზე განხორციელებული კიბერთავდასხმა შეეხო
Microsoft-ს აშშ-ის უწყებებზე განხორციელებული კიბერთავდასხმა შეეხო

ამერიკულ კორპორაციას Microsoft აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე განხორციელებული კიბერთავდასხმა შეეხო. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

Microsoft ამერიკული კომპანია SolarWinds-ის პროგრამებით სარგებლობდა, რომლებშიც ჰაკერებმა შეაღწიეს. ამასთან დაკავშირებით, მავნე პროგრამების გავრცელებისთვის, შესაძლოა, Microsoft-ის პროდუქციაც ყოფილიყო გამოყენებული. კონკრეტულად რა პროდუქტზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, ექსპერტების თქმით, ჰაკერებმა, რომელთა უკან რუსეთი დგას, კიბერთავდასხმების შედეგად აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის კომპიუტერულ სისტემებზე მიიღეს წვდომა.

17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურებზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system