თავში

საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ამოტრიალდა, შვიდი გარდაცვლილიდან ხუთი ბავშვია

​საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ამოტრიალდა, შვიდი გარდაცვ
საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ამოტრიალდა,  შვიდი გარდაცვლილიდან ხუთი ბავშვია

საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ამოტრიალდა. ბორტზე 19 მიგრანტი იმყოფებოდა, შვიდი მათგანი გარდაიცვალა, აქედან ხუთი ბავშვია. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

უბედური შემთხვევა ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

გამოცემა „ეკატიმერინი“ წერს, რომ ნავში მყოფი ყველა მგზავრი თურქეთის მოქალაქე იყო. გარდაცვლილილი ხუთი ბავშვიდან ერთი ჩვილია.

სამაშველო ოპერაციაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის და ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის „ფრონტექსის“ ხომალდები მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system