თავში

მილიონერის შვილი ნარკომანია და 20 წელია ქუჩაში ცხოვრობს

​მილიონერის შვილი ნარკომანია და 20 წელია ქუჩაში ცხოვრობს
მილიონერის შვილი ნარკომანია და 20 წელია ქუჩაში ცხოვრობს

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ტრიუფოში, მილიონერის შვილი, რაიან სტაფიერი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო, 20 წელია ქუჩაში ცხოვრობს. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მამაკაცი მდიდარ ოჯახში დაიბადა. ის კერძო სკოლაში სწავლობდა. 11 წლის ასაკში მარიჰუანა გასინჯა, შემდეგ კი სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე, მათ შორის ჰეროინზე გადავიდა. 20 წლის ასაკში მას უკვე მძიმე დამოკიდებულება ჰქონდა.

მშობლებმა თავდაპირველად შვილის მკურნალობა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, მათ რაიანზე ხელი ჩაიქნიეს და სახლიდან გააგდეს.

სტაფიერი, რომელიც 93-ჯერ იყო გასამართლებული, ქუჩაში ცხოვრობს და ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს.

მას 10 წლის შვილი ჰყავს, რომელთანაც არ კონტაქტობს. გოგონა მის ნათესავებთან ერთად ცხოვრობს. დედამისი ნარკოტიკების ზედოზირებისგან გარდაიცვალა.

სტაფიერმა ოჯახთან შერიგება ერთხელ უკვე სცადა. თუმცა, ის სახლიდან ისევ გააგდეს მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ, საშობაო დღესასწაულის დროს ის მშობლების სახლში უგონოდ დათვრა.

ახლა მამაკაცი აცხადებს, რომ დაიღალა და ცხოვრების გამოსწორება სურს. ის რეაბილიტაციის კურსის გავლას გეგმავს და სამსახურის პოვნა სურს.

მომავალში სტაფიერი უსახლკარო ადამიანების დახმარებას გეგმავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system