თავში

მინეაპოლისის პოლიციის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

​მინეაპოლისის პოლიციის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
მინეაპოლისის პოლიციის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მინეაპოლისის პოლიციის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმის აღძვრის საფუძველი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის საქმეზე გამოტანილი განაჩენი გახდა. ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლენდმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Forbes ავრცელებს.

"იუსტიციის დეპარტამენტმა სამოქალაქო გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს, უშვებს თუ არა მინეაპოლისის პოლიციის სამმართველო ტენდენციებს ან პრაქტიკას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების არაკონსტიტუციურ ან უკანონო ქმედებებს გულისხმობს", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ გამოძიება გამჭვირვალე იქნება.

გარლენდის თქმით, ეს საქმე ფლოიდის გარდაცვალების მიზეზების გამოძიებისგან დამოუკიდებლად წარიმართება.

ცნობისთვის, მინესოტას სასამართლომ ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი დამნაშავედ ცნო აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში.

აშშ-ში, მინეაპოლისში, გასული წლის 25 მაისს პოლიციამ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. რის შემდეგაც შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციები და არეულობები დაიწყო. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დააკავეს, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system