თავში

მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს - VIDEO

​მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს - VIDEO
მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს - VIDEO

აშშ-ში, მინეაპოლისში მეორე ღამე საპროტესტო აქციები გრძელდება. Daily Mail წერს, რომ არეულობების დროს სავარაუდო მაროდიორი მოკლეს.

ლომბარდის მფლობელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც დემონსტრანტებმა მაღაზიების დარბევა დაიწყეს.

პოლიცია დაჭრილის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ის გარდაიცვალა.

ქალაქში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მუშაობს. პოლიციამ აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირით სცადა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობებია. მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა.

გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system