თავში

მინეაპოლისში ავტომობილი დემონსტრანტებში შევარდა

​მინეაპოლისში ავტომობილი დემონსტრანტებში შევარდა
მინეაპოლისში ავტომობილი დემონსტრანტებში შევარდა

აშშ-ში, ქალაქ მინეაპოლისში ავტომობილი საპროტესტო აქციის მონაწილეებში შევარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, აქედან ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეჭვმიტანილი დაკავებულია, მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

მინეაპოლისში უკვე რამდენიმე დღეს საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები შავკანიანი უინსტონ სმიტის სიკვდილს აპროტესტებენ, რომელიც დაკავების დროს მოკლეს.

პოლიციაში განაცხადეს, რომ სმიტის დაკავების ორდერი ჰქონდათ. მას იარაღის უკანონო შენახვაში ადანაშაულებდნენ. როდესაც სამართალდამცავების მის დაკავებას ცდილობდნენ, სმიტმა მათ ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად ის გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system