თავში

მინეაპოლისში ეროვნული გვარდია შეიყვანეს - VIDEO - განახლებულია

მინეაპოლისში ეროვნული გვარდია შეიყვანეს - VIDEO
მინეაპოლისში ეროვნული გვარდია შეიყვანეს - VIDEO - განახლებულია

მინეაპოლისში მასობრივი არეულობების ადგილებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი გააგზავნეს. ამის შესახებ შტატის გვარდია "ტვიტერზე" წერს.

"ჩვენი ამოცანა სიცოცხლის დაცვა, ქონების შენარჩუნება და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების დაცვაა", - ნათქვამია განცხადებაში.

10:02 

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობები გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების შენობას ცეცხლი წაუკიდეს. 

Fox News-ის ინფორმაციით, სამართალდამცავების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. დაშავებულები არ არიან.

გვიან ღამით დემონსტრანტები პოლიციასთან შეიკრიბნენ. მათი დაშლა ხმოვანი ყუმბარებით და ცრემლსადენი აირით სცადეს. 

ამის შემდეგ აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭნენ და დაწვეს ის. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობებია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. 

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system