თავში

მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციელი დააკავეს

მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციელი დააკავეს
მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციელი დააკავეს

მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციის ოფიცერი დააკავეს.

დაკავებული დერეკ შოვენი ერთ-ერთია იმ ოთხ სამართალდამცველს შორის, რომლებსაც მომხდარის გამო უფლებამოსილება შეუჩერდათ.

შოვენს ბრალი ჯორჯ ფლოიდის არაგანზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს. 

მინეაპოლისში 46 წლის აშშ-ის აფროამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს.

ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები ნიუ-იორკშიც გაიმართა. პოლიციამ აქციის 40 მონაწილე დააკავა.

რამდენიმე ადგილას დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ერთ-ერთ სამართალდამცავს თავში ნაგვის ყუთი მოარტყეს. ჯამში არეულობებისას 4 პოლიციელი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს დანა აღმოუჩინეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობებია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

მინეაპოლისში მასობრივი არეულობების ადგილებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი გააგზავნეს.

მოსახლეობის პროტესტი გასულ კვირას მომხდარ ფაქტს მოჰყვა. პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system