თავში

მინესოტაში საპროტესტო აქციის 100 მონაწილე დააკავეს

მინესოტაში საპროტესტო აქციის 100 მონაწილე დააკავეს
მინესოტაში საპროტესტო აქციის 100 მონაწილე დააკავეს

სამართალდამცავმა მინესოტაში გამართულ საპროტესტო აქციაზე 100-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ამის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების სახელმწიფო დეპარტამენტის კომისარმა, ჯონ ჰარინგტონმა არ დააკონკრეტა, თუ რა ბრალდება შეიძლება წაუყენონ დაკავებულებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში, აშშ-ის შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავებისას 20 წლის შავკანიანი მამაკაცი გარდაიცვალა, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა.

პოლიციამ მამაკაცი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. მანქანის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა კაცის დაპატიმრების ორდერი უფრო ადრე იყო გაცემული. სამართალდამცავებმა მისი დაკავება სცადეს, თუმცა ის მანქანაში ჩაჯდა და გაქცევა სცადა, რა დროსაც პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას ცეცხლი გაუხსნა. შავკანიანი მამაკაცი რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system