თავში

მინსკში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა

​მინსკში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
მინსკში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს დაკავებული ბლოგერის, სერგეი ციხანოვსკის მეუღლეს, სვეტალანა ციხანოვსკიას, რომელიც 9 აგვისტოს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს.

წინასააჩევნო მარათონი სერიოზული გამოცდაა მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს 26 წლიანი მმართველობისთვის.

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის წინასწარ მიცემის პროცვედურა უკვე დაიწყო. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხმის დროზე ადრე მიცემა მთავრობას არჩევნების ფალსიფიცირებაში დაეხმარება.

9 აგვისტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს უპირისპირდებიან ანა კანაპაცკაია, სვეტლანა ციხანოვსკაია და სერგეი ჩერჩენი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system