თავში

მინსკში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს

მინსკში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მ
მინსკში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს

მონსკში აშშ-ის საელჩომ თანამემამულეებს მოუწოდა, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო ჯგუფი "ხალხის ულტიმატუმი" გაფიცვასა და გზების გადაკეტვას გეგმავს, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. თავის მხრივ, უსაფრთხოების ძალებმა შესაძლოა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენონ.

მინსკში აშშ-ის საელჩო შეერთებული შტატების მოქალაქეებს ურჩევს, სამი დღის სამყოფი საკვები, სასმელი წყალი, მედიკამენტები, ფული და სხვა საგნები შეაგროვონ ან ქვეყანა დატოვონ.  

ცნობისთვის, ბელარუსის მოქალაქეებმა, სვეტლანა ციხანოვსკაიას ხელმძღვანელობით, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენეს და თანამდებობის დასატოვებლად ვადა 25 ოქტომბრამდე მისცეს. 

ულტიმატუმი სამი მოთხოვნისგან შედგება: ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან წასვლა; ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება; პოლიციის მხრიდან ძალადობის სრული შეწყვეტა. 

ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში "ხალხის ულტიმატუმის" მონაწილეები საყოველთაო გაფიცვას გამოაცხადებენ. ამასთან მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემდეგ აქციის მონაწილეები არ ისარგებლებენ სახელმწიფო ბანკების მომსახურებით, შეწყვეტენ საქონლის შეძენას სახელმწიფო მაღაზიებში და დაიწყებენ გზების ბლოკირებას. 

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system