თავში

მინსკში ექიმების მიერ გამართულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

მინსკში ექიმების მიერ გამართულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
მინსკში ექიმების მიერ გამართულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

მინსკში ექიმების საპროტესტო აქციიდან რამდენიმე ადამიანი პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

ბელარუსის დედაქალაქში სამედიცინო პერსონალი აქციებს მართავდა. ექიმები არ ეთანხმებიან ხელისუფლების პოლიტიკას და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქცია უნდა ჩატარებულიყო დამოუკიდებლობის გამზირზე, ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან. 

ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა და ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "შავი სია" გააფართოვა. ლუკაშენკოს გარდა, "შავ სიას" კიდევ 14 ჩინოსანი შეემატა. სავარაუდოდ, მათ ევროკავშირში გამგზავრება აეკრძალებათ. ასევე შესაძლოა, ევროკავშირმა მათი აქტივები გაყინოს.

ცნობისთვის, ეუთო ბელარუსში ახალი არჩევნების ჩატარების რეკომენდაციით გამოდის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. 

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system