თავში

მინსკში "ქალების საპროტესტო მარში" მიმდინარეობს

მინსკში "ქალების საპროტესტო მარში" მიმდინარეობს
მინსკში ქალების საპროტესტო მარში მიმდინარეობს

ბელარუსის დედაქალაქში ქალები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები 9 აგვისტოს ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აპროტესტებენ და საპროტესტო აქციების დროს დაზარალებულთა საქმეში ბრალდებული პირების დასჯას მოითხოვენ. 

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო TYT.BY-ის ცნობით, აქციაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. სამართალდამცველები მომიტინგეებს დაშლისაკენ მოუწოდებენ. 

საპროტესტო აქციის დროს დააკავეს რამდენიმე ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system