თავში

მინსკში ლუკაშენკოს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

​მინსკში ლუკაშენკოს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს
მინსკში ლუკაშენკოს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

ბელარუსის დედაქალაქში, თავისუფლები მოედანზე ლუკაშენკო მოწინააღმდეგეებიცა და მომხრეებიც ერთდროულად შეიკრიბნენ. მოგვიანებით ანტისახელისუფლებო მიტინგმა გამარჯვების მოედანზე გადაინაცვლა. ლუკაშენკო მომხრეები, რომელთა შორის ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები არიან, აცხადებენ, რომ ქუჩის აქციებს წლობით ნაშენები სახელმწიფოსა და მშვიდობის დანგრევის საშუალება არ უნდა მისცენ.

ლუკაშენკოს მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ ისინი გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ ცნობენ. ისინი ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. დემონსტრანტების მოთხოვნას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და აქციის დროს დაზარალებული პირების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯაც წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system