თავში

მინსკში მთავრობის მხარდასაჭერ აქციაზე 2,000-მდე ადამიანია შეკრებილი

მინსკში მთავრობის მხარდასაჭერ აქციაზე 2,000-მდე ადამიანია შეკრებილი
მინსკში მთავრობის მხარდასაჭერ აქციაზე 2,000-მდე ადამიანია შეკრებილი

ბელარუსის დედაქალაქში ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდასაჭერად დაახლოებით 2,000 ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, მომიტინგეები მთავრობის სახლის წინ, დამოუკიდებლობის მოედანზე არიან შეკრებილები. მთავრობის სახლის მახლობლად უკვე მოეწყო ტრიბუნაც. 

აქციის ორგანიზატორმა სამთავრობო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "ბელაია რუსმა" დააანონსა, რომ აქცია "მშვიდობიანი გზით" ჩატარდებოდა და მასში ყველა ის მოქალაქე მიიღებდა მონაწილეობას, ვინც საკუთარ სამშობლოზე ზრუნავს.

ამავდროულად, ბელორუსული მედიისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეგიონებიდან მომიტინგეების ჩამოსაყვანად ავტობუსის კოლონა მოეწყო. 

ბოლო ინფორმაციით, აქციაზე უკვე გამოჩნდნა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი. 

პრეზიდენტის მხარდამჭერთა აქციის პარალელურად, მინსკში კიდევ ერთი, ანტისამთავრობო აქციაა დაგეგმილი, რომელიც უკვე მერვე დღეა მიმდინარეობს.

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system