თავში

მინსკში საპროტესტო აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს

მინსკში საპროტესტო აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს
მინსკში საპროტესტო აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს

ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში გამართული საპროტესტო აქცია, სახელწოდებით "სიამაყის მარში" სამართალდამცავებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Tut.by ავრცელებს.

ბელარუსის დედაქალაქში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე სამართალდამცავებმა 50 დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის არიან უცხოური მედია საშუალებების ჟურნალისტებიც. 

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების გამოქვეყნების შემდეგ, კერძოდ 9 აგვისტოს შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტების მოთხოვნას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და აქციის დროს დაზარალებული პირების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯაც წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system