თავში

მინსკში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა ჟურნალისტები დააკავეს

მინსკში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა ჟურნალისტები დააკავეს
მინსკში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა ჟურნალისტები დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე სამართალდამცავებმა 50 დემონსტრანტი დააკავეს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Tut.by-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან სხვადასხვა უცხოური გამოცემის ჟურნალისტებიც. 

მინსკის ცენტრში უსაფრთხოების ძალების მანქანები და სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. 

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების გამოქვეყნების შემდეგ, კერძოდ 9 აგვისტოს შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტების მოთხოვნას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და აქციის დროს დაზარალებული პირების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯაც წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system