თავში

მინსკში საპროტესტო აქციის დროს დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

მინსკში საპროტესტო აქციის დროს დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი ი
მინსკში საპროტესტო აქციის დროს დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 12 აგვისტოს დაკარგული მამაკაცი, მინსკის მახლობლად ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო "ნაშა ნივა" ავრცელებს

სააგენტოს ინფორმაციით 28 წლის ნიკიტა კრივსცოვს ოჯახი 10 დღის განმავლობაში ეძებდა. გარდაცვლილის ოჯახი განიხილავდა ვერსიას, რომ იგი შესაძლოა არასანქცირებული აქციების დროს დაკავებულთა შორის ყოფილიყო.

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებით, ნიკიტა კრივცოვს არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

ცნობისთვის, ბელარუსში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების დროს ოფიციალური მონაცემებით დაღუპულია სამი ადამიანი. 

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system