თავში

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში 17 ოქტომბერს ტრადიციული საპროტესტო აქცია, სახელწოდებით "ქალების მარში" იმართება. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო TUT.by-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბელარუსის პოლიციამ ათზე მეტი ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან ქალები და ჟურნალისტები. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მობილიზებულია სპეცტექნიკა. 

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების გამოქვეყნების შემდეგ, კერძოდ 9 აგვისტოს შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტების მოთხოვნას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და აქციის დროს დაზარალებული პირების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯაც წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system