თავში

მინსკში სპეცდანიშნულების ტექნიკაა მობილიზებული

მინსკში სპეცდანიშნულების ტექნიკაა მობილიზებული
მინსკში სპეცდანიშნულების ტექნიკაა მობილიზებული

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში წელს პირველი მასობრივი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის წინ ქალაქის ქუჩებში სპეცდანიშნულების ტექნიკაა მობილიზებული. 

თვითმხილველების განცხადებით, ქალაქის ცენტრისაკენ რამდენიმე ათეული სპეციალური დანიშნულების მანქანა მიემართება. მათ შორის, მობილიზებულია წყლის ჭავლები.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დედაქალში პოლიციამ უკვე დაიწყო დაკავებები. 

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system