თავში

"მის მსოფლიო“ 2019 იამაიკელი ფსიქოლოგი გახდა - PHOTO - VIDEO

"მის მსოფლიო“ 2019 იამაიკელი ფსიქოლოგი გახდა - PHOTO - VIDEO
მის მსოფლიო“ 2019 იამაიკელი ფსიქოლოგი გახდა - PHOTO - VIDEO

„მის მსოფლიო“ 2019 იამაიკელი ტონი-ენ სინგჰი გახდა. სილამაზის საერთაშორისო კონკურსი გუშინ ჩატარდა.

„ვწერ პატარა გოგონას, რომელიც იამაიკაში, სენთ ტომასში ცხოვრობდა და, მასთან ერთად, მთელი მსოფლიოს პატარებს - ირწმუნე შენი თავის. იცოდე, რომ ხარ ღირსი და გაქვს უნარი აისრულო ყველა ოცნება. ეს გვირგვინი ჩემი კი არა - შენია. შენ გაქვს მიზეზი!“, - დატვიტა „მის მსოფლიომ“ კონკურსის ფინალური შოუს დასრულების შემდეგ.

სინგჰი 23 წლისაა. ის იამაიკის ქალაქ სენთ ტომასში დაიბადა. ის პროფესიით ფსიქოლოგია. სწავლობდა ფლორიდის უნივერსიტეტში.

სილამაზის კონკურსის ფინალურ შოუზე მან უიტნი ჰიუსტონის ჰიტი „I Have Nothing” იმღერა, რასაც აუდიტორიის აპლოდისმენტები მოჰყვა. ტონი-ენ სინგჰმა უპასუხა ბრიტანელი ჟურნალისტის პირს მორგანის კითხვებსაც.

„ვფიქრობ, რაღაც განსაკუთრებულს წარმოვადგენ - ეს არის ქალთა თაობა, რომელიც ეძებს ძალას საკუთარ თავში რათა სამყარო შეცვალოს“, - უთხრა მან მორგანს.

ეს მეოთხე შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც იამაიკელი ქალი „მის მსოფლიო“ გახდა. წელს პირველი და მეორე ვიცე „მის მსოფლიოს“ ტიტული საფრანგეთისა და ინდოეთის წარმომადგენლებს ერგოთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system