თავში

მის სამყარო 2019: სტივ ჰარვის კონკურსანტები ისევ აერია

მის სამყარო 2019: სტივ ჰარვის კონკურსანტები ისევ აერია
მის სამყარო 2019: სტივ ჰარვის კონკურსანტები ისევ აერია

სტივ ჰარვი და მის სამყარო "Universe teleprompter" უბრალოდ არ იღებენ ერთმანეთს. ჰერვიმ უცნაური ნაზავი შექმნა, როდესაც გამარჯვებულებს აცხადებდა. 

ზაზობინი ტუნცი სამხრეთ აფრიკიდან 2019 წლის მსოფლიოს ულამაზეს ქალად აღიარეს

თუმცა მანამდე, სტივ ჰარვიმ ნაციონალური კოსტუმის გამარჯვებული გამოაცხადა და ეკრანისკენ მიუთითა, სადაც მის ფილიპინების, გაზინი განადოს ფოტო იყო და ის გამარჯვებული გამოაცხადა. ამის შემდეგ კი წარმოთქვა "ის ახლა აქ დგას" და მიუთითა მის გვერდით მდგომ გოგონაზე, რომელიც სურათზე გამოსახულისაგან ძალიან განსხვავდებოდა. 

ამ დროს კი კონკურსანტმა, შვეტა სეხონმა დაიყვირა: ”ის არ არის ფილიპინები, ის მალაიზიაა”. 

გააფთრებულმა ჰარვიმ უპასუხა: "ნება მომეცი რაღაც აგიხსნა, მე ეს ტელესუფლიორზე ამოვიკითხე. შეწყვიტეთ ჩემთვის ამის კეთება. მე მხოლოდ ვკითხულობ, ახლა ისინი ამის გამოსწორებას ცდილობენ, ხედავთ? ეს ზუსტად ის არის, რაც მათ 2015 წელს დამმართეს. ეს უკვე სიგიჟეა," - წამოიძახა აშკარად იმედგაცრუებულმა ჰარვიმ. 

2015 წელს შოუ სკანდალით დასრულდა, როდესაც სტივ ჰარვიმ გამარჯვებულად მის ფილიპინების ნაცვლად მის კოლუმბია დაასახელა. შეცდომა წელსაც მის ფილიპინების შემთხვევაში მოხდა. სტივმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო ძალიან წუხს და მას ორივე ქვეყნის წარმომადგენელმა აპატია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system