თავში

მისისიპიში, ღამის კლუბში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მისისიპიში, ღამის კლუბში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მისისიპიში, ღამის კლუბში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, მისისიპიში, ღამის კლუბში მომხდარ სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა. ნასროლი ტყვია 41 წლის მამაკაცს კისერში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის ცნობით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system