თავში

"Mission: Impossible 7-ის" გადაღებები კორონავირუსის გამო შეწყდა

"Mission: Impossible 7-ის" გადაღებები კორონავირუსის გამო შეწყდა
Mission: Impossible 7-ის გადაღებები კორონავირუსის გამო შეწყდა

იტალიაში "შეუსრულებელი მისიის" ბოლო ფილმის გადაღების პროცესი, პროდიუსერების განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შეწყდა.

ფილმის, რომელშიც მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს, 3 კვირიანი გადაღებები ვენეციაში იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის 200 შემთხვევის დაფიქსირების გამო გადაიდო. ეს ციფრი აზიის გარეთ დაფიქსირებულ შემთხვევებში, ყველაზე მასშტაბურია. 

"Paramount Pictures– ის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ვენეციის მთავრობის რჩევებს ითვალისწინებენ.

"ამ დროის განმავლობაში, ჩვენს გუნდს სახლში დაბრუნება ვურჩიეთ. სიტუაციის მონიტორინგს ვაგრძელებთ და ქვეყნის ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ორგანოებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ",-  განაცხადა სტუდიამ. 

ცნობილია, რომ 57 წლის მსახიობი ტომ კრუზი იტალიაში არ იმყოფება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system