თავში

მიტროპოლიტი კოზმა COVID-19-ის გართულებით გარდაიცვალა

მიტროპოლიტი კოზმა COVID-19-ის გართულებით გარდაიცვალა
მიტროპოლიტი კოზმა COVID-19-ის გართულებით გარდაიცვალა

კორონავირუსული ინფექციის გართულების შედეგად, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, ეტოლიის მიტროპოლიტი კოზმა. ამის შესაქხებ ინფორმაციას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიტროპოლიტი წინააღმდეგი იყო რეგულაციების და ვაქცინაციის.

"ცნობილია, რომ სამწუხაროდ, მიტროპოლიტმა კოზმამ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას კოვიდის დამცავი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და მისდამი რწმუნებულ ეპარქიაში შემავალ ტაძრებში აკრძალა პირბადე და აცრის გაკეთება.

სამწუხაროდ, ეტოლიის მიტროპოლიტი კოზმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაინფიცირდა კორონავირუსული ინფექციით.

მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავარი კატეგორიულ უარს აცხადებდა მკურნალობაზე, საბოლოოდ მაღალი ტემპერატურისგან გამოწვეული შოკით უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ერთთვიანი ინტუბირების შემდგომ კოვიდინფექციისგან დასუსტებულ მღვდელმთავრს განუვითარდა ინფარქტი და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system