თავში

მიწის ზედაპირზე 2 თვეში 100 დიდი ღრმული გაჩნდა

მიწის ზედაპირზე 2 თვეში 100 დიდი ღრმული გაჩნდა
მიწის ზედაპირზე 2 თვეში 100 დიდი ღრმული გაჩნდა

ხორვატიის ცენტრალურ რეგიონში, დედაქალაქ ზაგრებიდან 40 კილომეტრში უზარმაზარი ღრმულები ჩნდება. აქტიური სეისმური პროცესების პირობებში დედამიწის ზედაპირის ჩავარდნა უჩვეულო მოვლენა სულაც არ არის, თუმცა, ხორვატიის მოსახლეობა გაოცებულია მათი წარმოშობის სისწრაფითა და რაოდენობით. გასული წლის 29 დეკემბერს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ორ თვეში 100 ღრმული გაჩნდა. გეოლოგები აცხადებენ, რომ ასეთ პროცესებს ჩვეულებრივ წლები, ან ათწლეულები სჭირდება. ღრმულების საშუალო სიღრმე და სიგანე 15 მეტრია.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელსაც ძლიერი განმეორებითი რყევები მოყვა, ხორვატიაში 7 ადამიანის სიკვდილი და არა მარტო შენობების ნგრევა გამოიწვია. სეისმური პროცესები დედამიწის ზედაპირზე ახლაც გრძელდება.

სპეციალისტების განცხადებით, მიწის ზედაპირზე ღრმულების გაჩენა ადგილის სპეციფიკური გეოლოგიური შემადგენლობით არის განპირობებული. ნიადაგი ამ ადგილებში გრუნტის მძლავრი წყლებით არის დატვირთული.

გეოლოგები მიწისქვეშ წყლის განლაგებისა და მისი დინებების სპეციალურ შესწავლას გეგმავენ.

ხელისუფლება პრობლემის გადაჭრას ცდილობს, რადგან ღრმულების დასახლებულ პუნქტთან ახლოს და იმ ტერიტორიებზე გაჩნდა, სადაც მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწებია განლაგებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system