თავში

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - VIDEO - განახლებულია

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - VIDEO - განახლებულია
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - VIDEO - განახლებულია

თურქეთში, ქალაქ ელაზიღში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.  მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულ შენობაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიწისძვრის შედეგად, ამჟამინდელი მონაცემებით, მხოლოდ ელაზიღში 230 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა 100-მდე შენობა. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.8 მაგნიტუდა შეადგინა, თუმცა შემდგომი შოკური რყევები კიდევ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა და სიმძლავრე დაახლოებით 4 მაგნიტუდამდე მერყეობდა. 

შემთხვევა აღმოსავლეთით, ელაზიღის პროვინციაში მოხდა. ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან დაფიქსირდა.

აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროას ინფორმაციით, დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system