თავში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 19 თებერვალს ონალინ გაიმართება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 19 თებერვალს ონალინ გაიმართება
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 19 თებერვალს ონალინ გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 19 თებერვალს ონლაინ გაიმართება.

აშშ-ის ლიდერი ვირტუალურ შეხვედრაზე სახელმწფოს ლიდერებს სიტყვით მიმართავს. თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, პრეზიდენტის სიტყვა მიმართული იქნება იმ გლობალურ გამოწვევებსა და საერთო პასუხისმგებლობებზე, რომლის წინაშეც ევროპა და აშშ ერთად დგანან.

ჯო ბაიდენი მიუნხენის კონფერენციებში ვიცე-პრეზიდენტობის დროს - 2009 და 2013 წლებში მონაწილეობდა. ბოლოს ინ უსაფრთხოების კონფერენციაზე 2019 წელს იმყოფებოდა. 2021 წელს ის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ამ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 10-21 თებერვალს გაიმართება, სიტყვით ასევე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში ჯონ კერი გამოვლენ.

მიუნხენის 2021 წლის კონფერენცია პირველი შეხვედრაა, რომელიც, პანდემიის გამო, უსაფრთხოების კონფერენციის ისტორიაში განსხვავებული ფორმატით პირველად იმართება   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system