თავში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2022 წელს ჩვეულ ფორმატში გაიმართება

​მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2022 წელს ჩვეულ ფორმატში გაიმართებ
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2022 წელს ჩვეულ ფორმატში გაიმართება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2022 წელს ჩატარდება ჩვეულ, არადისტანციურ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ ფორუმის ხელმძღვანელმა ვოლფგანგ იშინგერმა განაცხადა.

მისი თქმით, ღონისძიება ღონისძიება 2022 წლის 18-დან 20 თებერვლამდე გაიმართება, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში მონაწილეთა რაოდენობა კვლავ შეზღუდული იქნება.

"პიროვნული კონტაქტების აღდგენის აუცილებლობა განსაკუთრებით დიდია საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, რადგან ეს ძალიან ხშირად დელიკატური საკითხებია“, - განაცხადა იშინგერმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის ახალი მთავრობა კონფერენციაზე საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს წარადგენს.

”მე მტკიცედ მჯერა, რომ მომავალ კანცლერს სურს, იქ ყოფნის შესაძლებლობა გამოიყენოს. ეს ასევე, შესაძლოა, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და კაბინეტის სხვა მინისტრებსაც ეხებოდეს”, - თქვა იშინგერმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ონლაინ ფორმატში გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system