თავში

პარიზში ჯიჰადისტ ქალებს 30 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს ნოტრ-დამზე ტერაქტის მცდელობის გამო

პარიზში ჯიჰადისტ ქალებს 30 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს ნოტრ-დამზე ტერაქტის მცდელობის გამო
პარიზში ჯიჰადისტ ქალებს 30 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს ნოტრ-დამზე ტერაქტის მცდელობის გამო

ფრანგულმა სასამართლომ 5 ჯიჰადისტ ქალს 5-დან 30 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ისინი, 2016 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე ტერაქტის მცდელობაში არიან ბრალდებულნი. ქალები პოლიციამ 2016 წლის 4 ნოემბერს დააკავა. გაზის ბალონებით დატვირთული მანქანა ნოტრ-დამის წინ იყო გაჩერებული. დაჯგუფების ორმა წევრმა, 22 წლის ინეს მადანმა და 42 წლის ორნელა გილიგმენმა, შუაღამისას მანქანას საწვავი გადაასხა და ცეცხლის მოკიდებას სიგარეტის საშუალებით ცდილობდა. მათ 30 და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ქალები, სავარაუდოდ, საფრანგეთში ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტის, რაშიდ კასიმის, მითითებებით მოქმედებდნენ. კასიდი სავარაუდოდ 2017 წლის თებერვალში, ერაყში, მოსულთან ახლოს, ავიაიერიშის დროს დაიღუპა.

ნოტრ-დამზე შეტევა, ჯიჰადისტი ქალების დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ, საფრანგეთში ტერაქტის განხორციელების პირველი მცდელობაა. 2015 წლიდან მოყოლებული ტერაქტებს საფრანგეთში 255 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system