თავში

მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის ჟესტს - შარლ მიშელი

მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის ჟესტს - შარლ მიშელი
მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის ჟესტს - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ ნაბიჯს ნდობის განახლებისკენ.

"მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს - დაკავებულთა გათავისუფლებასა და დანაღმული ტერიტორიების მონიშვნას.

ეს არის პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ. ევროკავშირი მხარს უჭერს პროცესს და განაგრძობს დახმარების შეთავაზებას პროგრესის გასაძლიერებლად", - წერს შარლ მიშელი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც, აზერბაიჯანს სომხეთმა გადასცა აღდამის რაიონის "ნაღმების რუკა".

ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system