თავში

მკვლელობაში მსჯავრდებული, 50 წლის წინ გაქცეული პატიმარი, შესაძლოა, მალე დააკავონ

მკვლელობაში მსჯავრდებული, 50 წლის წინ გაქცეული პატიმარი, შესაძლოა,
მკვლელობაში მსჯავრდებული, 50 წლის წინ გაქცეული პატიმარი, შესაძლოა, მალე დააკავონ

აშშ-ში გამომძიებლებმა, შესაძლოა, 14 წლის გოგონას მკვლელობაში მსჯავრდებული ლესტერ იუბანქსი დააკავონ, რომელიც თითქმის 50 წლის წინ გაიქცა ციხიდან.

ლესტერი ოჰაიოს შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 1973 წელს გაიქცა. შესაძლოა, ახლა ის ლოს-ანჯელესის რაიონში იმყოფებოდეს.

მაშინ, როდესაც იუბანქსი აშშ-ს 15 ყველაზე ძებნილთა სიაში ირიცხება, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ მკვლელობაში მსჯავრდებული იუბანქსი ანგელოზების ქალაქში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს. მისი დაკავებისთვის ხელისუფლება თავებზე მონადირეებს $50,000-ის ოდენობის ჯილდოს სთავაზობს.

იუბანქსი 1966 წელს 14 წლის ელენ დინერის მკვლელობისთვის გაასამართლეს. პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ მან მოზარდი ჯერ გააუპატიურა და სცემა, შემდეგ კი ორჯერ ესროლა. მისი სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეიცვალა 1972 წელს, როდესაც კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა არაკონსტიტუციურად ცნო.

ის 1973 წლის 7 დეკემბერს გაიქცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან, როდესაც სხვა პატიმრებთან ერთად, კარგი ქცევის გამო, უფლება მიიღო, საშობაო საყიდლებზე წასულიყო.

იუბანქსი ლოს-ანჯელესში გაიქცა. მან სახელი "ვიქტორ იანგად" გადაიკეთა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ის ახლა 70 წლისაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system